LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კვლევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა: გიორგი კანდელაკი IRI-ს კვლევებზე

48
გიორგი კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, პირველ რიგში ეს კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად დაცემულია საზოგადოებაში “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა, რაც მათ შორის,  მისი სიტყვებით, გამოწვეულია კოვიდის და რეგულაციების ბოროტად გამოყენების გამო.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების მიმართ, მოსახლეობის თითქმის ნახევრის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა.

„პირველ რიგში, ეს გამოკითხვა აჩვენებს, რამდენად არის დაცემული ნდობა “ქართული ოცნების” მიმართ, რომ მათ მთლიანად გაფლანგეს ის კრედიტი, რაც პანდემიის დროს ჰქონდათ, მათ შორის, კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო.

რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის არ მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთი შედეგი ამ კვლევისა არის ის, რომ მაშინ როცა არჩევნები  სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, გამოკითხულთა პრაქტიკულად ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა, რასაც ასევე ეს გამოკითხვა უკლებლივ ყველა სფეროში ზომავს ,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g