“არა კრიმინალ რექტორს,” – ამ მოთხოვნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ. გადადგომის მთავარ მიზეზად აქციის მონაწილეები რექტორის მიერ “CV-ის გაყალბებას” ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, დავით გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეშიც კი მოიხადა, თუმცა, CV-ში უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აქციის დასრულების შემდეგ, “ახალგაზრდები ევროპული მომავლის სკოლის” სახელით ტექნიკურ უნივერსიტეტში განცხადების შეტანას აპირებენ. აქციის მონაწილეები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ, რათა დაუსვან კითხვები რატომ მოხდა დავით გურგენიძის ერთხმად არჩევა.