თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინდელ სპეცოპერაციას დასავლური მედიაც აშუქებდა.
ბრიტანული გამოცემა BBC მიმდინარე მოვლენებზე წერდა, რომ სპეცოპერაციის მსვლელობისას სამი ეჭვმიტანილი და სპეცრაზმის ერთი წევრი დაიღუპა.
„ეჭვმიტანილები ქართველები არ ყოფილან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ ეჭვმიტანილები ტერორისტული ჯგუფის წევრები იყვნენ,“ – წერს BBC.
BBC-ის გარდა, სპეცოპერაციის ფოტორეპორტაჟს “როიტერსიც” აშუქებდა.

