LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც – კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ: მაკა ბოჭორიშვილი

63
მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით,  საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად, აქტიურად უჭერს და შესაბამისად, დეპუტატის თქმით, ის უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მიიღებს.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა და გამოწვევა აქვს.

„უკრაინასა და საქართველოს ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევროკავშირთან ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩვენ ერთიანობა და გვერდი-გვერდ დგომა არაერთხელ გამოგვიხატავს. ამ ბრძოლაშიც, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დასმულ შეკითხვაზე კი – რატომ გაკეთდა ერთი კვირის დაგვიანებით უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადება, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ რეაგირება გვიან არასდროს არის.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს. საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აქტიურად უჭერს მხარს. იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც. ამ ბრძოლაში უკრაინასთან ერთად, საქართველოც არის ჩართული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

magti 5g