LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გამოიყენებენ საპოლიციო ძალებს და დაგვარბევენ, მოგვიწევს თბილისში გადავინაცვლოთ, ეს იქნება გაცილებით მძიმე პროცესი ხელისუფლებისთვის: გოლეთიანი

59
Untitled design (2)

“4 საათზე გვაქვს აქცია. 4 საათზე დავიწყებთ მიმართვას. საათი არ გვითქვამს შეგნებულად გუშინ. ჩვენ აქ ვართ 24 საათის განმავლობაში, არ ვტოვებთ ტერიტორიას და ამიტომ არ ვაანონსებთ კონკრეტულ საათებს.” – ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

გოლეთიანი ფეისბუქლაივით სოფელ ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რიონის ხეობის მცველების კარვები იყო გაშლილი, მშენებელი კომპანიის ტრაქტორით გადათხარეს.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ეს ტერიტორია ადგილობრივი ლალი ეფრემიძის საკუთრება იყო, სადაც მას ნარგავები ჰქოდა და გადახნეს მიწა, რომელსაც ოჯახი ამუშავებდა.

ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ ის, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა ხელისუფლებამ შეუზღუდათ:

“რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, აგვიშალეს კარვები ყოველგავრი დასაბუთების გარეშე. ვიკრიბებით აქ და გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ამოხვიდეთ გუმათში, დავდგეთ ერთად და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ეს მშვდობიანი პორტესტი, რომელიც გრძელდებოდა 169 დღე კარვებში, ნამოხვანში, ის სივრცე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

თუ გამოიყენებენ საპოლიციო ძალებს და დაგვარბევენ, ისინი ამ არაადამიანურ ნაბიჯებს გააგრძელებენ, ჩვენ მივმართავთ ჩვენს დაგეგმილ, მაგრამ არ ვაპირებდით მალევე განგვეხორციელებინა ეს გეგმა, რაც უკავშირდება თბილისში აქციის ჩატარებას. მოგვიწევს, რომ გადავინაცვლოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება გაცილებით მძიმე პროცესი ხელისუფლებისთვის და ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ამიტომ, თუ ეყოფათ გონიერება და გამჭრიახობა, ეს მათთვის იქნება კარგი. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და შეალამაზების გარეშე.” – თქვა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. როგორც უწყებაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

mazda magti 5g