LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ გუმათთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

98
1618234264

„ნამახვანის ჰესების“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიმართ ხელისუფლების შეხედულების მიუხედავად, ის ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა.

“საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით, შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან”, – წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • უფლებები საქართველო
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კავშირი “საფარი”
  • შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g