სახალხო დამცველი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო.
“სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო”, — წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.
ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება.
ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა.
