ვაკეში, სამშენებლო კომპანია – „მეტრა დეველოპმენტის“ ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა.
როგორც „ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება და შესაბამის სამუშაოებს ატარებს, შესაბამისად, ვითარებას ადგილზე სწავლობს.
“მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე მივიდა, რათა გადაამოწმონ ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოების დარღვევას. მიწის ჩამოშლილი ნაწილი უამინდობას უკავშირდება თუ რაიმე სამშენებლო უზუსტობითაა გამოწვეული, ამას მუნიციპალური ინსპექცია მუშაობის დასრულების შემდეგ გვეტყვის,” – განუცხადეს “ფორტუნას” დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში.
“ფორტუნა” სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.