LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა, მოსამართლემ სამარცხვინო რაღაცები აკეთა: უგულავა მელიას სასამართლო პროცესზე

89
გიგი უგულავა

“ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა, თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა.” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ თქვა, რომ დღევანდელი პროცესი სასამართლოს არ ჰგავდა და უსირცხვილო სასამართლო იყო.

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

უგულავას განცხადებით, ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, მოსამართლე კი ამაზრზენი არარაობაა:

“ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა დაკომპლექტებულია უსინდისო აფერისტებით. დღეს ამ ბულბულაშვილმა ცალსახად თქვა, რომ ითხოვს პატიმრობას, მეტი სპეკულაცია უნდა დასრულდეს, დასრულდეს ტყუილი, თითქოს არ უნდა მაგრამ, ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს. ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხზე. რომ ნახეს, არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს ნიკა მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და აფერისტობა. ეს მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა.

ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი “ქართული ოცნება”, რომ ღიაა კარი და გამოვიდეს; მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს გირაო; ყველაფერი ტყუილია და დღეს გამოჩნდა, რომ ეს უსირცხვილო, ოროსანი რომ თავჩაღუნული ზის, ისე იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბამდა, იმიტომ, რომ იცის, რომ იტყუებოდა, იცის, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოსო – რას ნიშნავს ეს სამართალი? სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაცები.” – თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g