ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი საბოლოოდ დაშორდნენ. წყვილმა საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა: „ჩვენ მივხვდით, რომ ურთიერთობის დასრულების დრო მოვიდა. ახლა უკეთესი მეგობრები ვართ და დიდი იმედი გვაქვს, ეს მეგობრობა ბოლომდე გაგრძელდება. ვაცხადებთ მზადყოფნას, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ნებისმიერი პრობლემის დროს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
51 წლის ლოპესი და 45 წლის როდრიგესი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული წყვილი დაშორების შესახებ ინფორმაცია ცოტა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით მომღერალმა და კალათბურთელმა პაუზა აიღეს, რათა ურთიერთობები გადაეფასებინათ.