პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.
„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.
ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.
„გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის გამყარებისთვის მივიღეთ.
ახლა ჯერი ოპოზიციაზეა“ . – ამბობს თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება 31 მარტს შესთავაზა.