LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის #51-ე სკოლასთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს

81

თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები უკვე მეორე დღეა სკოლის შესასვლელთან იკრიბებიან და გარდაცვლილთა სხოვნის პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილმა სიმბოლურად ფრანები აუშვა, ხოლო სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

რიგითი მოქალაქეების პარალელურად სკოლასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან. ასევე, ადგილზე იმყოფება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g