ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს დილით დატოვებს.
ის ქვეყანაში მხოლოდ 1 დღით იმყოფებოდა.
მიშელი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს-„საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
„საქართველოს წინსვლის გზას“ 7 პოლიტიკური სუბიექტი და უფრაქციო დეპუტატები შეუერთდნენ.
