LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას და პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღოს: ჯერალდ კონოლი

74
Untitled design

“შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეტაპი დემოკრატიულ სამყაროში საქართველოს როლის აღდგენისთვის.” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი პოლიტიკური მხარეების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმიანება, ყურადღებას მის მნიშვნელობაზე ამახვილებს და იმ პასუხისმგებლობასა და გზაზე საუბრობს, რომელიც პოლიტიკურმა მხარეებმა ერთად უნდა გაიარონ.

ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

კონოლის მიმართვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე ქვეყნდება და მასში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა დანარჩენ წევრს და პარტიას, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას და შეასრულონ ვალდებულება – ითანამშრომლონ კომპრმისული სულისკვეთებით საქართველოს სრულფასოვან პარლამენტში:

“მივესალმები უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების ყველა ხელმომწერის გადაწყვეტილებას, რადგან ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ერთიან კურსს – ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას.

პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც არც თუ ისე მარტივი მისაღწევია, არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი.

მნიშვნელოვანი სამუშაო წინ არის – მიღწეული შეთანხმების პირნათლად და სრულყოფილად შესრულება.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, აჩვენოს საკუთარი ერთგულება ოპოზიციის უფლებების დასაცავად. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც რჩება დემოკრატიული პრინციპების ერთგული.” – ამბობს ჯერალდ კონოლი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე”საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გუშინ მიშელი საქართველოს ეწვია, ის შეხვდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე სხვა პოლიტიკოსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g