LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეოგრანდე“ ამ სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს

108

სასტუმრო „ლეოგრანდე“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

გარდაცვლილთა ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვასლეოგრანდე“, რადგან თუნდაც ეს სახელი უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინელეოგრანდეამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას, – განაცხადა კახა წერეთელმა.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g