LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციურ საუბრებს, სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე: გიორგი ვაშაძე

62
giorgi-vashazee-axali

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციის იმ წევრებს ხვდებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

შეხვედრაზე შარლს მიშელის დოკუმენტსა და ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მხარეებმა უნდა განიხილონ, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება.

„სამოქალაქო სექტორს ძალიან დიდი როლი აქვს ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო სასამართლო რეფორმის მიმართულება, ასევე საარჩევნო რეფორმა და სხვა საკითხები. ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ. ემოციურ საუბრებს, სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე“ , – აცხადებს სტატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

magti 5g