სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პოლიციის აკადემიაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „სინჰუა“ წერს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის აკადემიაში შეაღწია და მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.