მარტის თვესთან შედარებით, აპრილში ვაკანსიებმა 10%-ით დაიკლო. ამის შესახებ Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესკურიერის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც შახბაზიანმა აღნიშნა, აპრილის თვეში 3400 ვაკანსია უკვე გამოცხადდა, თვის ბოლომდე კი, აქტიური ვაკანსიების რაოდენობა 4200-მდე მაინც გაიზრდება.
რაც შეეხება ტოპ5 მიმართულებას: ამჯერად ძალიან მოთხოვნადია ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია, გაყიდვების მიმართულება(მაგ. მონაცემთა ბაზის ოპერატორები).
ასევე დიდია მოთხოვნა სამედიცინო სფეროს მხრივ, აქტიურობს კურიერების სფერო, რომელიც რეგიონებშიც მოთხოვნადი გახდა და ასევე ბუღალტერია.