2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 260 000 000-დან 1 830 000 000-მდე იზრდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ის მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, ბევრი პროექტია დაგეგმილი.
„მეგზევის“ დღე 50 წელია აღინიშნება. მნიშვნელოვანი დღეა. მეგზევეების დამსახურეებაა დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს გზებზე. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ როცა საჭიროა, როცა სტიქიებია, როცა ცუდი ამინდია. რაც შეეხება პროექტებს, პროექტები ბევრი გვაქვს. 2018 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1 260 000 000-დან 1 830 000 000-მდე იზრდება. საკმაოდ დიდი ზრდაა. 2018 წელს ვაცხადებთ 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებს, რომელიც სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. საქმე ძალიან ბევრი გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.