36 წლის ავრილ ლავნმა ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ბოლო-ბოლო მეორე ნახევარი იპოვა. მისი ახალი რჩეული მისივე კოლეგა, Mod Sun გახლავთ. წყვილმა თავიანთი ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს და მას შემდეგ არაერთხელ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში.
ამჯერად ავრილი და 34 წლის მუსიკოსი მალიბუს სანაპიროზე, რომანტიკული პაემნის დროს გადაიღეს. წყვილს თინეიჯერულ სტილში ეცვა. ავრილს „ბარბერის“ ჰუდი და თავისუფალი სტილის შარვალი ამშვენებდა, Mod Sun-ს კი მაისური და მოკლე შორტი. ისინი სანაპიროზე ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ წყვილმა ერთობლივი კლიპი გაავრცელა.