LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლით უმცროს ქალებზე დაქორწინებული მამაკაცები ყველაზე ბედნიერები არიან

49

ახალი მეცნიერული კვლევა, რომელსაც „ტელეგრაფი“ აქვეყნებს, ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს ხსნის. კვლევაში ნათქვამია, რომ მამაკაცებმა სასურველია არჩევანი მინიმუმ 5 წლით უმცროს ქალბატონებზე გააკეთონ, რათა ურთიერთობა უფრო მყარი გახდეს. კვლევაში მოყვანილია 1000-მდე წყვილის მაგალითი, რომლებსაც მინიმუმ 5 წელი აქვთ ერთად გატარებული.

აღმოჩნდა, რომ წყვილებს, სადაც მამაკაცი მინიმუმ 5 წლით უფროსი იყო ქალზე, არც ერთი განქორწინების ფაქტი არ დაუფიქსირდათ. აკადემიკოსების დასკვნაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალშიც დაიბეჭდა ნათქვამია, რომ ქალები და მამაკაცები არჩევანს სიყვარულის, ფიზიკური ლტოლვის, გემოვნებისა და ღირებულებების მიხედვით აკეთებენ. ამ დროს უკან რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, განათლება და აღზრდა, რამაც შესაძლოა შეამციროს განქორწინების რისკები. კვლევაში მოყვანილია ბიონსესა და ჯეიზის  მაგალითიც. მომღერალი მეუღლზე 11 წლით უმცროსია. აქვე ბატას უნივერისტეტის მეცნიერი, ემანუელ ფრენგირი ამბობს, რომ  ქორწინებაში უკვე მყოფი წყვილების შემთხვევაში, მომდევნო განქორწინების რისკი კიდევ უფრო მცირდება. ცხადია, თუ ზემოთხსენებული ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის დაცულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g