LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ლონდონში “დიდი შვიდეული” რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის მექანიზმებზე იმსჯელებს

94
Untitled design (6)

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ლონდონში “დიდი შვიდეულის” (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. 

უკვე ცნობილია, თუ რაზე ისაუბრებს გახსნით შეხვედრაზე 7 წვეყნის პირველი დიპლომატი – რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნა, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებენ მინისტრები ყურადღებას.

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა Reuters-თან განაცხადა, ქვეყნების გაერთიანება შეისწავლის წინადადებას, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი პროპაგანდის წინააღმდეგ.

რააბის თქმით, შეხვედრის მიზანია, უფრო მყარი გახდეს ქვეყნებს შორის კავშირი და შემუშავდეს ზომები მათ საპირისპიროდ – ვინც მსოფლიო წესრიგს ძირს უთხრის. მინისტრი განმარტავს, რომ ერთობლივად უნდა იბრძოლონ დეზინფორმაციისა და ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ და სიმართლე გააგებინონ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე მთელს მსოფლიოს, რუსეთსაც და ჩინეთსაც.

მსოფლიოს ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოების გაერთიანება – (დიდი შვიდეული) დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და კანადას აერთიანებს.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 5 მაისამდე გაგრძელდება, რუსული პროპაგანდის პარალელურად, მინისტრები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილების, ადამიანის უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებსაც განიხილავენ.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ქვეყანა ხშირად ხვდება ევროკავშირის ანგარიშებში – ბოლო პერიოდში “ფეიკ-ნიუსების” ძირითადე სამიზნე ვაქცინები, ვაქცინაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები ხვდება.

რუსეთმა და ჩინეთმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანია გააძლიერა: ევროკავშირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g