LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომანტიკოსი მეგრელი 3020 ლარით დააჯარიმეს” – გოდერძი შარაშია

2393
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ზუგდიდში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

როგორც შარაშია აღნიშნავს, კაცი, რომელიც ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, 3020 ლარით დააჯარიმეს.

„მოკლედ რომანტიკოსი მეგრელი 3020ლარით დააჯარიმეს აქედან:
2000 ლარით – კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
1000 ლარით – თვითმკვლელობის მცდელობის გამო
20 ლარით – ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების გამო.
აი, კაცი რომ ისედაც ძლივს სუნთქავდა, ცეცხლში იწვოდა და დენზე იყო შემდგარი, სიყვარული რომ ხელიდან ეცლებოდა და ფილტვში ჰაერი არ ჩასდიოდა, რა პირბადეს სთხოვთ ხალხოოო, რა 20 ლარი,“ – წერს გოდერძი შარაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g