LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი: ვაშაძე

59
გიორგი ვაშაძე

“საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, აუცილებელია მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა,” – ამბობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი.

ვაშაძის განცხადებით, უნდა შეთანხმდეს ყველა მხარე, რომ ქვეყანაში ყველამ ნორმალურად იცხოვროს და პერსონალური დაპირისპირება თავიდან აიცილონ:

“საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, აუცილებელია მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. სხვა შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი.

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა, პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ.” – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g