გერმანიის ქალაქ ბონში საშობაო ბაზრობაზე ბომბს ეძებდნენ. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. ამის მიზეზი საეჭვო ნივთი იყო, რომელიც სამართალდამცველებმა, მიუსტერპლაცზე ფოსტის შენობასთან, ნაგვის ყუთში შენიშნეს.
თვითმხილველთა თქმით, საეჭვო პაკეტი უცნობმა მამაკაცმა დატოვა, რომელსაც რეზინის ხელთათმანი ეკეთა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და გამნაღმველები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცმა ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდო, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერებები იდო.