LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგებარია სა­ი­დან უნდა ჰქონ­დეს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს ამ­დე­ნი ბოღ­მა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს მი­მართ – თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს პასუხობს

3374
BeFunky-collage (20)

“სამ­წუ­ხა­როდ, ქ-ნი ნანა გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც აშშ-ში საქ­მი­ა­ნობს, თა­ვის პოს­ტებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და კონ­კრე­ტუ­ლად COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს. ამის­თვის იგი არ ერი­დე­ბა ტყუ­ილს, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას და დე­მა­გო­გი­ას”,-ამის შესახებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძესოციალურ ქსელში წერს.

ის ქარ­თველ ექიმს, ნანა გე­გეჭ­კორს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

“ბოლო პოს­ტებ­ში ქ-ნი ნანა იქამ­დეც კი მი­ვი­და, რომ ცდი­ლობს დაგ­ვარ­წმუ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის მხრივ ინ­დო­ეთ­ზე ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა?! ხოლო ინ­დო­ეთ­ში რა სა­ში­ნე­ლე­ბაც ხდე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით. ის აგ­რეთ­ვე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს “არა აქვს უნა­რი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს” (გუ­ლის­ხმობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბულ ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვას) და რომ „მისი სი­ცო­ცხლე ქარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას რომ ება­როს, თავს და­უც­ვე­ლად იგ­რძნობ­და“ და ა.შ. ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ სა­ი­დან უნდა ჰქონ­დეს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს ამ­დე­ნი ბოღ­მა და ღვარ­ძლი სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს მი­მართ.

ქ-ნო ნანა, თუ ინ­დო­ეთ­თან ასო­ცი­ა­ცია მხო­ლოდ იმი­ტომ გა­გიჩ­ნდათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ინ­დო­ეთ­ზე მეტი COVID გარ­დაც­ვლი­ლია, მა­შინ ამე­რი­კა­ში კი­დევ უფრო მეტი გარ­დაც­ვლი­ლია (ბევ­რად მეტი), კერ­ძოდ, ა.წ. 29 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით ინ­დო­ეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე მო­დი­ო­და 150 გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1032, ხოლო აშშ-ში 1771.

რა გა­მო­დის ამე­რი­კა მთლად წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა? სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, რომ ინ­დო­ეთ­ში გარ­დაც­ვლილ­თა აღ­რი­ცხვა არა­ზუს­ტია და გარ­დაც­ვლილ­თა რე­ა­ლუ­რი რი­ცხვი სულ ცოტა 10-ჯერ უფრო მე­ტია. ესეც რომ არ იყოს, რო­გორ ადა­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დო­ეთს, სა­დაც COVID ავად­მყო­ფე­ბი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ჟანგბა­დის არ­ქო­ნის გამო მა­სი­უ­რად იღუ­პე­ბი­ან ბი­ნებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ებ­ში, ქუ­ჩებ­შიც კი.

კრე­მა­ტო­რი­უ­მე­ბი კრე­მა­ცი­ას ვერ აუ­დი­ან და მო­სახ­ლე­ო­ბა ტყე­ში ხე­ებს ჭრის?! და კო­ცო­ნებს ან­თებს?! რათა გვა­მე­ბის კრე­მა­ცია შეს­ძლონ. გა­გი­გი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდეს­მე მსგავ­სი ხდე­ბო­და? თუ თქვენ გინ­დათ, რომ ასე იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ COVID პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვა და მი­თუ­მე­ტეს ჰოს­პიტ­ლებ­ში მათი მკურ­ნა­ლო­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა (მოგ­წონთ ეს თქვენ, თუ არა). თვით ყვე­ლა­ზე მძი­მე ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­შიც კი მარ­თა­ლია გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და შე­ფერ­ხე­ბე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს.

თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც COVID გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით გინ­დათ ქვე­ყა­ნა შე­ა­ფა­სოთ, მა­შინ შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­უ­და­რებ­ლად უფრო მდი­და­რი და ძლი­ე­რია და თან მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი გყავთ (სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 2%), ა.წ. 29 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 1032 COVID გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო თქვენს „მშობ­ლი­ურ“ ამე­რი­კა­ში – 1771 გარ­დაც­ვლი­ლი, იტა­ლი­ა­ში – 1996 გარ­დაც­ვლი­ლი, საფ­რან­გეთ­ში – 1594 გარ­დაც­ვლი­ლი, ეს­პა­ნეთ­ში – 1666 გარ­დაც­ვლი­ლი, ბრი­ტა­ნეთ­ში – 1870 გარ­დაც­ვლი­ლი, ბელ­გი­ა­ში – 2079 გარ­დაც­ვლი­ლი, ლიტ­ვა­ში – 1458 გარ­დაც­ვლი­ლი, ლატ­ვი­ა­ში – 1140 გარ­დაც­ვლი­ლი, სომ­ხეთ­ში – 1384 გარ­დაც­ვლი­ლი, მოლ­დო­ვა­ში – 1499 გარ­დაც­ვლი­ლი, ჩე­ხეთ­ში – 2729 გარ­დაც­ვლი­ლი, პო­ლო­ნეთ­ში – 1785 გარ­დაც­ვლი­ლი…..

გა­ვაგ­რძე­ლოთ, თუ საკ­მა­რი­სია? და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ბოლო 3 თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­შიც (ბრი­ტა­ნე­თის გარ­და).კი­დევ ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის ხა­რის­ხის მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID შემ­თხვე­ვას შო­რის გარ­დაც­ვლილ­თა პრო­ცენ­ტი (ე.წ. CFR), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1,33%-ია, მა­შინ რო­დე­საც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში 1,5%-დან 3%-მდე და უფრო მეტი (აღარ ჩა­მოვ­თვლი).

COVID პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, თავ­შე­საფ­რებ­ში, COVID სას­ტუმ­რო­ებ­ში) გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა – სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ჰოს­პი­ტალს გა­რეთ სულ გარ­დაც­ვლი­ლია მხო­ლოდ 42 COVID ავად­მყო­ფი, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში (ინ­დო­ეთ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ).

ქ-ნო ნანა ძა­ლი­ან გთხოვთ გულ­წრფე­ლად და პირ­და­პირ გვი­თხრათ – რამ­დე­ნი COVID ავად­მყო­ფია ამე­რი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნებ­ში, თავ­შე­საფ­რებ­ში და სხვ.). მაგ. ბრი­ტა­ნეთ­ში, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით (მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით) 7 ათას­ზე მეტი ასე­თი ავად­მყო­ფია, ხოლო საფ­რან­გეთ­ში შე­მოდ­გო­მა­ზე მარ­ტო 1 კვი­რა­ში თავ­შე­საფ­რებ­ში 400-მდე ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა.ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ასე­თი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვა­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ძნე­ლია და ექი­მე­ბის­გან გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და თავ­გან­წირ­ვას მო­ი­თხოვს, ვიდ­რე უმ­დიდ­რეს და უძ­ლი­ე­რეს ამე­რი­კა­ში, ან თუნ­დაც ევ­რო­პა­ში.

ქ-ნო ნანა! თქვენ ამ­ბობთ, რომ თქვე­ნი სი­ცო­ცხლე ქარ­თულ ჯან­დაც­ვას რომ ება­როს, თავს და­უც­ვე­ლად იგ­რძნობ­დით და გარ­თო­ბებ­ზე ვერ ივ­ლი­დით?! ამე­რი­კა­ში ხომ გრძნობთ თავს და­ცუ­ლად? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნეთ COVID და თან პირ­ვე­ლად (თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით) COVID ტეს­ტიც კი ვერ გა­ი­კე­თეთ, რად­გან თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რის პრო­ტო­კო­ლი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ამა­ზე მეტი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა და­გე­მარ­თე­ბო­დათ? ან კი­დევ ის 600 ათა­სამ­დე ამე­რი­კე­ლი, რომ­ლე­ბიც COVID-სგან გარ­და­იც­ვალ­ნენ, თავს უფრო და­ცუ­ლად გრძნობ­დნენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც სულ 4200 გარ­დაც­ვლი­ლი გვყავს? ისე, რომ იცო­დეთ, უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც COVID სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ტა­ნეს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც COVID უცხო­ეთ­ში გა­და­ი­ტა­ნა, თით­ქმის ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID მომ­სა­ხუ­რე­ბის უკე­თეს დო­ნეს.

თქვენ ამ­ბობთ, რომ გულ­წრფე­ლად გტკი­ვათ გული რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე უყუ­რებთ. რა სა­ჭი­როა ეს „ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი“? ვი­ღაც მარ­თლა იფიქ­რებს, რომ ჩვენ­თან COVID-ის კუ­თხით რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა და თქვენ­თან სა­მო­თხეა. სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ გული სწო­რედ იმი­ტომ გტკი­ვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-ს კარ­გად მარ­თა­ვენ. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რას უყუ­რებთ (COVID-თან მი­მარ­თე­ბა­ში და არა პო­ლი­ტი­კა­ში ან ეკო­ნო­მი­კა­ში) სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე ისეთს, რა­საც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ვერ ხე­დავთ. იმას, რომ ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ლონ­დონ­ში, პა­რიზ­ში, სტოკ­ჰოლმში და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში არ ყოფ­ნი­დათ და არ ყოფ­ნით ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის, რის გა­მოც კლი­ნი­კებ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის გრძე­ლი რი­გე­ბი იდგა და მძი­მე COVID ავად­მყო­ფებს უხ­დე­ბო­დათ სა­შუ­ა­ლოდ 8 სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, სა­ნამ მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ხერ­ხდე­ბო­და.

ბევ­რი მათ­გა­ნი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბო­და და ისე კვდე­ბო­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მი­თი­თე­ბა, მო­ეხ­დი­ნათ ავად­მყო­ფე­ბის პრი­ო­რი­ტი­ზი­რე­ბა (ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში) და არ გა­და­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კა­ში ე.წ. უი­მე­დო ავად­მყო­ფე­ბი?! ასე­ვე არ გა­და­ეყ­ვა­ნათ 65 წელ­ზე მეტი ასა­კის ავად­მყო­ფე­ბი?! (შვე­დეთ­ში) ვი­ნა­ი­დან არ ჰყოფ­ნი­დათ სა­წო­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე ჟანგბა­დი მი­ე­ცათ მხო­ლოდ იმ ავად­მყო­ფე­ბის­თვის, ვისი ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია 90%-ზე და­ბა­ლი იყო?! (რად­გან ჟანგბა­დი არ ყოფ­ნი­დათ) გა­დატ­ვირ­თულ მორ­გებ­თან რეფ­რი­ჟე­რა­ტო­რე­ბი მო­რი­გე­ობ­დენ და გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვას ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. საფ­რან­გე­თი­დან მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა არა­ერ­თგზის გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი ჯან­დაც­ვა ჩა­მო­ი­შა­ლა, ან ჩა­მოშ­ლის პი­რა­საა.

ყვე­ლა­ფერ ამას რომ უყუ­რებ­დით, გული არ გტკი­ო­დათ? სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო სე­რი­ო­ზუ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბი (ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში), მაგ­რამ არა ასე­თი. და ყვე­ლა­ფერ ამის შემ­დეგ თქვენ კი­დევ ამ­ბობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისეთ რა­ღა­ცე­ებს ხე­დავთ (COVID-თან და­კავ­ში­რე­ბით), რა­ზეც გული ძა­ლი­ან გტკი­ვათ. თქვენ მი­ა­ნიშ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო COVID სტა­ბი­ლუ­რო­ბას მხო­ლოდ ჩა­კეტვე­ბით და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თით ინარ­ჩუ­ნებს (ეს თქვენ გინ­დათ, ასე იყოს), მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუდ­ვე­ბი კარ­გა ხა­ნია მი­ნი­მა­ლუ­რია, ე.წ. მე­სა­მე მკაც­რი ლო­ქ­და­უ­ნი არ ყო­ფი­ლა და ევ­რო­პის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში (ის­რა­ელ­შიც კი) შეზ­რუდ­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი იყო და ბევ­რგან ახ­ლაც მკაც­რია (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ჰყავთ).რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­ფა­სე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს „არა აქვს უნა­რი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს“, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვის ასე დრა­მა­ტი­ზე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის დათ­რგუნ­ვა. ხომ არ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ამე­რი­კა­ში (ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით) მარ­ტო პე­ნი­ცი­ლინ­ზე ანა­ფი­ლაქ­სი­ით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500 ავად­მყო­ფი იღუ­პე­ბა.

რა გა­მო­დის, არც ამე­რი­კას არ შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თვა? ისიც ხომ ფაქ­ტია, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი (მათ შო­რის ფა­ტა­ლუ­რი) ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და და თან არა­ერ­თი.და ბო­ლოს, ქ-ნო ნანა. ამე­რი­კი­დან რომ გვე­დიდ­გუ­ლე­ბით, სა­დაც უთ­ქვე­ნო­დაც მშვე­ნივ­რად გა­არ­თმე­ვენ ყვე­ლა­ფერს თავს, თუ მარ­თლა ასე ძა­ლი­ან გტკი­ვათ გული იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია და ქვის ხა­ნა­ში ვართ, რა­ტომ არ ჩა­მობ­რძან­დით ერთხელ მა­ინც რო­გორც ეს ბ-ნმა და­ვით მრე­ლაშ­ვილ­მა და სხვებ­მა გა­ა­კე­თეს და რა­ტომ არ შე­ე­ცა­დეთ ერთი COVID ავად­მყო­ფი მა­ინც გა­და­გერ­ჩი­ნათ ჩვე­ნი „უვარ­გი­სი“ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­გან. თო­რემ ის, რომ სა­დღაც რა­ღა­ცას ამო­ი­კი­თხავთ და შემ­დეგ ფე­ის­ბუქ­ზე და­დებთ (რაც ისე­დაც ყვე­ლამ იცის), ამით სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლით.

ის თუ გახ­სოვთ ქ-ნო ნანა, რო­გორ “გვა­ბუ­ლინ­გებ­დით“ თქვენ და თქვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რემ­დე­სი­ვი­რის შე­მო­ტა­ნა­ზე. მა­შინ, რო­დე­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­დით, რომ რემ­დე­სი­ვი­რი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას (ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე) ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს და ამე­რი­კა­ში standard of care-ში არის შე­ტა­ნი­ლი და რა­ტომ გინ­დო­დათ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ავად­მყო­ფე­ბი რემ­დე­სი­ვი­რის გა­რე­შე? სხვა­თა­შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში რემ­დე­სი­ვი­რი ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს და ბევ­რი ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნა დამ­ძი­მე­ბას, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას და შე­საძ­ლო სიკ­ვდილს. მინ­და იცო­დეთ, იმ კლი­ნი­კებს, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი და თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ და ავად­მყო­ფებს რემ­დე­სი­ვირს ჯი­უ­ტად არ უნიშ­ნა­ვენ, ბევ­რად უფრო ცუდი გა­მო­სავ­ლე­ბი აქვთ (ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით) და რაც მთა­ვა­რია, ავად­მყო­ფე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან.რაც შე­ე­ხე­ბა COVID ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, რო­მე­ლიც დღეს პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, თქვენ აქაც არა­გულ­წრფე­ლი ბრძან­დე­ბით. ერთი მხრივ ამ­ბობთ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჭი­როა, მაგ­რამ იქვე დას­ძენთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა აქვს ვაქ­ცი­ნის შემ­დგო­მი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მარ­თვის უნა­რი?!

და თქვენ ქარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში თავს და­უც­ვე­ლად იგ­რძნობ­დით?! ამა­ზე მეტი ან­ტიპ­რო­პა­გან­და რა გინ­დათ? ამით ძა­ლი­ან ცუდ სამ­სა­ხურს უწევთ ქვე­ყა­ნას. მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს გუ­ლიბრყვი­ლოდ ჰგო­ნია, რომ რა­ხან ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობთ, თქვე­ნი ყვე­ლა სი­ტყვა და­სა­ჯე­რე­ბე­ლია და ესეც არის ერთ-ერთი (თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი) მი­ზე­ზი იმის, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რია და ვაქ­ცი­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნიც საკ­მა­რი­სია (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და სხვ.) მა­ინც მო­სახ­ლე­ო­ბის 2%-იც კი არ არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. არა­და, თე­ო­რი­ულ გან­სჯას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ის­რა­ე­ლის, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბის, ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნებს, რომ მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით სიკ­ვდი­ლო­ბის კლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­სნა და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ქ-ნო ნანა, თქვენ სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გი ექი­მი ბრძან­დე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და მით უფრო სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ასე­თი პო­ზი­ცია აირ­ჩი­ეთ. თუ თქვენ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში ჩვენს მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რო­დე­საც თბი­ლის­ში იქ­ნე­ბით, სი­ა­მოვ­ნე­ბით შეგ­ხვდე­ბით ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ან თუნ­დაც ავად­მყო­ფის სა­წოლ­თან, რათა გა­ვარ­კვი­ოთ ვინ ვინ არის” – წერს თენგიზ ცერ­ცვა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g