ჯესიკა სიმპსონი სოციალურ ქსელში მუდამ გლამურული იმიჯით ჩნდება. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ 40 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავი 5,6 მილიონი გამომწერის წინაშე სრულიად უმაკიაჟოდ გამოჩნდა. ფოტო ფილტრითაც კი არ იყო გადაღებული.
ჯესიკას ქერა თმა ბუნებრივად ჰქონდა და მომაჯადოებელი ღიმილით იღიმოდა. ფოტომ პირველსავე საათში 50 ათასი მოწონება დაიმსახურა.