LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში დააკავა [ვიდეო]

100

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი  თურქეთის მოქალაქე ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.

„ბრალდებული 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულდანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g