LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველია“, „ქართველა“, „საქართველია“ ან „საქართველა“ – ლიტვამ შესაძლოა, საქართველოს აუთენტური სახელწოდება დააკანონოს

124

ლიტვის სეიმის სპიკერის, ვიქტორას პრანცკეტისის, განცხადებით, 2018 წელს, ლიტვური სახელმწიფობრიობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვამ, შესაძლოა, საქართველოს აუთენტური სახელწოდება დააკანონოს. ამის შესახებ ლიტვური მედია წერს.

ლიტვური ენის სპეციალისტების აზრით, საქართველოს ახალი სახელწოდება ლიტვურ ენაზე შეიძლება ჟღერდეს, როგორც „ქართველია“, „ქართველა“, „საქართველია“ ან „საქართველა“. ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ლიტვაში უკვე 10 წელია, მიმდინარეობს.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა სეიმის სპიკერის ინიციატივას და განაცხადა, რომ სეიმიდან ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ წინადადებას დაელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი სახელწოდების დამტკიცების შემთხვევაში ის ძველთან ერთად მეორე ვარიანტის სახით იქნება გამოყენებული.

ამჟამად საქართველო ლიტვურ ენაზე ”გრუზიად” მოიხსენიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g