LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შუშის ხიდზე დაკიდებული პირველი შუშის კაფე-ბარი სტუმრებს ივლისიდან მიიღებს

4056
ipiccy-image

წალკის კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცე პირველ ვიზიტორებს ივლისიდან მიიღებს.

„ეს ადგილი, არა მხოლოდ წალკის და ამ რეგიონის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის , სავიზიტო ბარათი იქნება,“ – აცხადებს კომპანია KASS LAND-ის დირექტორი ეკა თორდია. მისივე თქმით, პროექტის შედეგი წალკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გამოცოცხლება იქნება. კომპანია შეიძენს და პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივ პროდუქციას. გარდა ამისა, ტურისტების მაღალი ინტენსივობის ნაკადი ადგილობრივ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსა, თუ მცირე მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, ასობით ათას ტურისტს მიაწოდონ თავიანთი სერვისი და განახორციელონ პროდუქციის რეალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. წალკის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი და 250 ადამიანზე გათვლილი ღია კაფე უკვე აშენებულია. დასრულების ეტაპზეა 240 მეტრიანი შუშის ხიდის მშენებლობაც. გარდა ამისა, აშენებულია 57 კოტეჯიც და ეკოტურისტული სივრცე პირველი ვიზიტორების მიღებას უკვე ივლისიდან შეძლებს.  ტერიტორიაზე მოეწყობა 240 მეტრიანი ზიპლაინ-ველოსიპედი, სასტუმრო კომპლექსი, სპა, აუზი, საქანელა და ამასთან, ვიზიტორებს ცხენებით გასეირნების სერვისიც დახვდებათ.

არსებული ინფორმაციით, ახალი ეკოტურისტული სივრცე, რომელშიც 120 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 250 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g