LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება იწყება

86
Khevi-Georgia-—-Mountainous-Town-Stepantsminda

სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩების რეაბილიტაცია, თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g