LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინები სხვა ქვეყნებს გაუზიარეთ – ჯანმოს დირექტორი მდიდარ ქვეყნებს მიმართავს

104
janmo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ მთავარ პრობლემაზე – მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არასწორ გადანაწილებაზე.

მისი თქმით, რომ ბავშვების ვაქცინაციის დაწყების ნაცვლად მდიდარმა ქვეყნებმა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინები უნდა მიაწოდონ.

 

პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს - ჯანმოს დირექტორი

კორონავირუსს უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

„ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინების მარაგის დიდი რაოდენობა აქვთ, ახლა დაბალი რისკის ჯგუფების აცრა იწყება. მესმის, რატომ სურს ზოგიერთ ქვეყანას ბავშვებისა და მოზარდების აცრა.

მოვუწოდებ მათ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და ამის ნაცვლად ვაქცინები  კოვაქსის  მექანიზმს გაუზიარონ. დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინების მარაგი საკმარისი არ არის ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციისთვისაც კი და საავადმყოფოები გადატვირთულია იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა ვაქცინების მხოლოდ 0.3% მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები