LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ რა უქნა ელვამ Ford F-150-ს

60
fordf150

ფლორიდას შტატის მეხანძრეებმა ქსელში ადგილობრივ ავტოდრომზე მომხდარი ინციდენტის კადრები გაავრცელეს. Ford F-150–ის პიკაპის მძღოლი თავისი მგზავრებით, ტრასაზე ჭექა–ქუხილის დროს გადაადგილდებოდა, როდესაც მის ავტომობილს მოულოდნელად ელვა დაეცა.

„ფორდის“ პიკაპი თავისი გამძლე კონსტრუქციით და უსაფრთხოების სისტემებითაა ცნობილი, თუმცა მსგავს სიტუაციასთან გამკლავებას ალბათ ვერც ერთი ავტომობილი ვერ შეძლებდა. შუა გზაზე გადაადგილების დროს F-150–ს მეხი დაეცა. შედეგად გზას ასფალტის დიდი ნაწილი მოსძვრა და ავტომობილის სალონი ფაქტობრივად ორად გაიყო.

„ფორდის“ მგზავრების საბედნიეროდ, ისინი სერიოზული ტრავმების გარეშე გადარჩნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საავადმყოფოში ჭრილობების დასამუშავებლად წასვლა მაინც მოუხდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g