ავღანეთში სახელისუფლებო ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად სულ მცირე 72 ტერორისტი გაანადგურეს, 17 -დაჭრეს და 3 – დააკავეს. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Bakhtar იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ასევე, განადგურებულია ტერორისტების 6 ავტომობილი და 4 მოტოციკლი, აღმოჩენილია იარაღის რამდენიმე სამალავი.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციები ნანგარჰარის, ლაღმანის, ლოგარის, ღაზნის, მაიდან-ვარდაკის, ნიმრუზის, ფაქთიკას, უროზგანის, ყანდაარის, ფარაჰის, ზაბულის, ყუნდუზისა და ჰელმანდის პროვინციებში ჩატარდა.