LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს კონცერტი დედა ენის ბაღში 13 იანვარს გაიმართება – დასწრება უფასოა

46

თბილისი მერია 13 იანვარს სტეფანე მღებრიშვილის სოლოკონცერტს წარმოგვიდგენს. ღონისძიება დედა ენის ბაღშია დაგეგმილი და მასზე დასწრება თავისუფალია. ამის შესახებ თავად სტეფანემ დაწერა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით თბილისში ბოლოჯერ წარდგება, შემდეგ ტურნეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გააგრძელებს, ასევე ექნება გასტროლები საზღვრებს გარეთაც. გაზაფხულზე კი ის ახალ სიმღერასა და კლიპს შემოგვთავაზებს.

რაც შეეხება 13 იანვრის პროგრამას, რომელსაც მერია გვთავაზობს – 12 საათიდან დედა ენის ბაღში საახალწლო ბაზრობა გელოდებათ, ასევე ატრაქციონების პარკი, ღამის ათი საათიდან Cosmic Love Rotation დისკო/ჰაუს DJ სეტით, ხოლო ღამის 11 საათიდან პირველის ნახევრამდე სტეფანეს ცოცხალი კონცერტი ბენდთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები