LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი შავგულიძემ წამოაყენა, სიცრუეა, თითქოს ეს შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს: პაპუაშვილი

52
Untitled design

“საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა, თქმაც კი არ სჭირდება იმას, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის.” – აცხადებს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ შავგულიძემ სცადა, ეთქვა, თითქოს ეს შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს, რაც პაპუაშვილის თქმით, აბსოლუტური სიცრუეა.

მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ამნისტიის მსგავსად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დოკუმენტიდან ისეთი რაღაცები ამოიკითხოს, რაც კარგი არ არის:

“საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა და იმას თქმაც კი არ სჭირდება, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის. მან სცადა, რომ ეთქვა, თითქოს ეს გამომდინარეობს შეთანხმების სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. იქვე, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ყველამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ შინაარსით, რომელიც არის.

ამნისტიის მსგავსად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დოკუმენტიდან ისეთი რაღაცები ამოიკითხოს, რაც არ არის კარგი. ყველას მოვუწოდებ, დოკუმენტი კეთილსინდისიერად წაიკითხოს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ტექსტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება 19 აპრილის შეთანხმებას, არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმება.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი ტექნიკურად დაიხვეწება, გადაითარგმნება და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g