LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფითი კონფლიქტია, რომელიც სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ „ბუზი სპილოდ აქციეს“: თავდასხმაში ბრალდებული პირის ადვოკატი 

71
Capture13231321

„ეს არის წამიერად წარმოშობილი ყოფითი კონფლიქტი და წუთიერად დამთავრებული, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, თვითონ სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ “ბუზი სპილოდ აქციეს“, – ამის შესახებ განცხადებას, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებული გიორგი სახელაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აკეთებს.

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

მისივე განცხადებით, „დღეს, ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა და სანაია ამბობენ, გაბათილდა, რადგან პროფესიული ნიშნით დევნაზე არავითარი საუბარი არ არის“.

„მოწმემ თქვა, რომ “პროვოკატორი” უწოდა გიგაურმა სანაიას და რა პროვოკაცია ჩაიდინა სანაიამ და რატომ გამოიწვია სანაია, ეს ჯერჯერობით არ ჩანს. მოწმემ თქვა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იცის. დღეს, ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა და სანაია ამბობენ, გაბათილდა, რადგან პროფესიული ნიშნით დევნაზე არავითარი საუბარი არ არის. ეს არის წამიერად წარმოშობილი ყოფითი კონფლიქტი და წუთიერად დამთავრებული, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, თვითონ სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ “ბუზი სპილოდ აქციეს”, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ ყოფილა განხილული, დანარჩენი ყველა მოიცვა ამ თემამ. დღევანდელმა დაკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და დაინტერესებული პირების მიერ ასე გახმაურებული საქმე“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g