თბილისში, ლილოსკენ მიმავალ გზაზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
მომხდარის გამო, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე საცობია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.