LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაბეღლავში კომპანია “წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

79
გაფიცვა

სოფელ ნაბეღლავში კომპანია “წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.

გაფიცულების ინფორმაციით, ქარხანა ფაქტიურად გაჩერებულია. დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ გუშინდელ განცხადებაში “წყალი მარგებელის” თანამშრომელი აღნიშნავდა, რომ დასაქმებულების გაფიცვა მათთვის მოულოდნელი იყო და კომპანია მოლაპარაკებებს აუცილებლად დაიწყებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g