LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს… სიმსივნე განაჩენი არ არის: ხათუნა ჟორდანია

6988
Capture65464545

ხათუნა ჟორდანია, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის მეორე კურსის ჩასატარებლად სტამბოლში იმყოფება. როგორც ჟორდანიამ Facebook-ზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, მას არაჩვეულებრივი ანალიზის პასუხები აქვს და რაც მთავარია, მეტასტაზები არსად არ არის წასული.

ხათუნა ჟორდანია ყველა იმ ადამიანს ამხნევებს, ვისაც მძიმე სენი აქვს. ის ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა და მკურნალობის პერიოდში მუდმივად ამხნევებდნენ.

„მოგესალმებით თურქეთიდან. ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს და მკითხულობს ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი. მეტასტაზები არსად არ არის წასული და ეხლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.

ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებთ, რომ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი სიმსივნე აქვს განიკურნება. მთავარია ყველა ვიყოთ შემართებით, იმ განწყობით, რომ ეს მდგომარეობა გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახავი.

როგორც კი გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის გაძლება შეიძლება და ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს.

გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა, ვინც გვერდზე დამიდგა. ყველა ის ადამიანი, ვინ სიყვარულის ესემესებს მიგზავნის და მამხნევებს, თითოეული თქვენი დამსახურებაა, რომ მე დღეს კარგად ვარ“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g