შრომის ბაზარზე აქტიურობის ტენდენცია ნარჩუნდება. მაისის თვე განსაკუთრებით აქტიურია. ამის შესახებ “ბიზნესკურიერთან” hr.ge-ს წარმომადგენელმა, ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღესდღეობით აქტიური მომხმარებლებისთვის 3700 ვაკანსიაა ხელმისაწვდომი, ამავდროულად ტრენდი ზრდისკენ მიდის.
მინიმალური ვაკანსიების რაოდენობა ყოველდღიულად 250-ია.
მისივე თქმით, მაისის თვეშივე დაფიქსირდა ვაკანსიების რეკორდული ოდენობაც-400 ვაკანსიაც კი განთავსდა საიტზე.
რაც შეეხება სფეროებს, კვლავ აქტიურია საბანკო სფერო, რითეილი, გაყიდვები, ფარმაცია, სამედიცინო სფერო.
რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, აპრილის თვის პასიურობის შემდეგ, მაისში ვაკანსიების მატება ფიქსირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადაადგილებაზე შეზღუდვა 11 საათამდე გახანგრძლივდა.