LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ” – ნაცვლიშვილის შენიშვნა სარჯველაძეს

125
ანა ნაცვლიშვილი

“ერთი სამწუხარო ტენდენცია აღმოვაჩინე – რატომღაც ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ” – ფრაქცია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს “სამწუხარო ტენდენციისკენ მიანიშნებს”

ანა ნაცვლიშვილმა სხდომის თავმჯდომარე სარჯველაძეს მიმართა და უთხრა, რომ აუცილებლად გადასცემს საკითხს ეთიკის საბჭოს. ნაცვლიშვილის თქმით, მან ანა ბუჩუკურზე შეამჩნია და შემდეგ მიხვდა, რომ მხოლოდ მასზე არ ეღიმებათ, რაც მისი თქმით ძალიან უხერხულია.

„აუცილებლად გადავცემ ეთიკის საბჭოს. როგორც სხდომის თავმჯდომარეს მოგმართავთ – რატომღაც ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ. ანა ბუჩუკურზე შევამჩნიე და მივხვდი, რომ მარტო ჩემზე არ გეღიმებათ. ძალიან უხერხულია“, – ანა ნაცვლიშვილი.

დეპუტატის რეპლიკას თავად კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ის მწარედ ცდება“.

“რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?! ეს იყო კომიკური განცხადება” – მიხეილ სარჯველაძე

„მიუხედავად იმისა, რომ არაფერს თქვენს ნათქვამში არ ვეთანხმები, მგონი, ძალიან მწარედ ცდებით. ეს არ არის სწორი. არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია. თავის სამართლებლად არ გეუბნებით, უბრალოდ, მაგალითად, ყველაზე მეტად ღიმილი შეიძლება დამთამაშებდა როცა ბატონი შალვას {შავგულიძე} კომენტარებს ვისმენდი. რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?! ეს იყო კომიკური განცხადება. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევდი. გთხოვთ, ასეთი რაღაცებისგან თავი შევიკავოთ, ვიდრე ბრალდებას იტყვით ხოლმე შორს მიმავალს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g