საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტადიონი საქართველოს დროშის ფერებშუ განათდა.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თბილისის დროით 00:00 საათზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
“პოლონეთმა, პირველმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
ამასთანავე, 26-27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა, ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და მონაწილოებას იღებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.