LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

93

რუსთავში კონსტიტუციის ქუჩის 63 ნომერში ხანძრის შედეგად, 50 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო იყო. ქალის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება გახდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g