LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდჟეი დუდასთან ვისაუბრე მტკივნეულ საკითხზე – ზაზა გახელაძის გატაცებაზე და იმაზე, რომ ვმუშაობთ, მან ოჯახში დაბრუნება შეძლოს: ზურაბიშვილი

50
სალომე-ზურაბიშვილი

“ვისაუბრეთ დღევანდელ ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე – ზაზა გახელაძის გატაცებასა და მისთვის 12-წლიან სასჯელზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ეს მალე მოგვარდეს და მან საკუთარ ოჯახში დაბრუნება შეძლოს.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა.

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დაძაბულ სიტუაციაზე, პასუხი არის რაც შეიძლება მეტი სოლიდარობა:

“ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელ ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე – ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანის საკითხზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ეს მალე მოგვარდეს და მან საკუთარ ოჯახში დაბრუნება შეძლოს. პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები – ევროკავშირი და ნატო არიან.” – თქვა ზურაბშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, რომ გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვია, არის დიდი ნიშანი, თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს დღევანდელ გაუსაძლის მდგომარეობას:

“გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი ასევე იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი, თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს იმ გაუსაძლის დღევანდელ მდგომარეობას, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ. მინდა მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ხელმძღვანელობს ამ მისიას ახლა. ვისაუბრეთ ამ მისიაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ ამ მისიას მიეცეს საშუალება და საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ნამდვილად დააკვირდეს თუ რა ხდება სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთ-ერთი დეესკალაციის საშუალება, მაგრამ არა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ძალიან რთული საკითხის.” – თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრება იმ საუკუნოვანი მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვა იყო, რაც პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებშია.

mazda magti 5g