LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიუზან სარანდონის 5 საუკეთესო როლი – რჩეული ფილმები

707
სიუზან სარანდონი

„ოსკარის“ და BAFTA-ს პრესტიჟული პრემიების მფლობელმა სიუზან სარანდონმა დიდი ხანია დაიმსახურა ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობის ტიტული. აღსანიშნავია, რომ 100-მდე ფილმში მონაწილეობის მიუხედავად, მისი ყველა როლი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამერიკულ კინოში ნაკლებად არიან მსახიობები, ვინც პირველივე ნამუშევრებით გამოავლინა  ნამდვილი პროფესიონალიზმი. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება სარანდონიც, რომელმაც სადებიუტო როლებით მოიპოვა პოპულარობა და ყოველი შემდგომი ნამუშევრით დაადასტურა მრავალმხრივი ტალანტი.

სიუზან სარანდონის 5 საუკეთესო როლი:

„ატლანტიკ-სითი“ (ATLANTIC CITY, 1980) – სწორედ ლუი მალის საკულტო დრამამ მოუტანა სარანდონს აღიარება და „ოსკარის“ პირველი ნომინაცია სამორინეს მიმტანის როლისთვის, რომელიც ყოფილი მეუღლის წყალობით აღმოჩნდა ჩათრეული მაფიის ბინძურ საქმეებში. სადებიუტო როლის მიუხედავად მსახიობმა სრულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და არაფრით ჩამორჩა უკვე გამოცდილ ბერტ ლანკასტერს.

„შიმშილი“ (THE HUNGER, 1983) – სარანდონი არასდროს უფრთხოდა რისკს, ამიტომ დაუფიქრებლად მიიღო ტონი სკოტის შეთავაზება და მეტად პროვოკაციული როლი შეასრულა მის ექსცენტრიკულ ეროტიკულ ჰორორში. მართალია, 1980-იანი წლების დასაწყისში სკოტის ფილმი, რომელშიც პარტნიორობა სარანდონს დევიდ ბოუიმ და კატრინ დენევმა გაუწიეს, არაერთგვაროვნად შეფასდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ფილმმა მაინც მაინც შეძლო დამსახურებული აღიარების მოპოვება.

„დარჰემის ხარი“ (BULL DURHAM, 1988) – აბსოლუტურად განსხვავებული, შესაძლოა ყველაზე უჩვეულო და მოულოდნელი როლი შეასრულა სარანდონმა რონ შელტონის რომანტიკულ კომედიაში. მისი პერსონაჟი ბეისბოლის გუნდის ფანია, რომელიც თავისუფლად ხიბლავს გუნდის ყველა წევრს. მართალია, გადასაღებ მოედანზე სარანდონმა მომავალი მეუღლე ტიმ რობინსი გაიცნო, მაგრამ მაყურებლის სიყვარული პარტნიორთან – კევინ კოსტნერთან ეკრანული რომანით მოიპოვა და დაამტკიცა, რომ კომიკურ როლებსაც ისევე ბრწყინვალედ ასრულებს, როგორც დრამატულს.

„თელმა და ლუიზა“ (THELMA & LOUISE , 1991) – სწორედ რიდლი სკოტის დრამაში შესრულებული როლი იქცა მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად. ფილმმა განსაკუთრებული პოპულარობა ქალბატონებში მოიპოვა, რადგან ამერიკულ კინოში პრაქტიკულად პირველად აჩვენა ქალის განსხვავებული სახე, რომელიც უარს ამბობს მამაკაცის მორჩილებაზე. სხვათა შორის, სწორედ ლუიზას როლით მოიპოვა მსახიობმა კინოაკადემიის მეორე ნომინაცია.

„მიცვალებული მოდის“ (DEAD MAN WALKING, 1995) – სარანდონის მორიგ წარმატებად იქცა მეუღლის კრიმინალურ დრამაში შესრულებული მონაზვნის როლი, რომელმაც ამჯერად დიდი ხნის ნანატრი „ოსკარი“ მოუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g