LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებული განცხადება „ამორალურია“ – დუმის ვიცე-სპიკერი პოლონეთის პრეზიდენტს პასუხობს

52
BeFunky-collage

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მიერ საოკუპაციო ხაზთან გაკეთებულ განცხადებას, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსული პოლიტიკის სახე დაინახა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი ეხმაურება.

ირინა იაროვაიას განცხადებით, ანდჟეი დუდას განცხადება ამორალურია. მისივე თქმით, დუდას იდეები იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური, “მკაცრად არის დამახინჯებული ადამიანის უნივერსალური ზნეობის და ისტორიული ჭეშმარიტების თვალსაზრისით.”

„პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება, პირველ რიგში, ამორალურია საკუთარ ხალხთან მიმართებაში, რომელთა ოჯახებზეც ნაციზმმა განუყრელი კვალი დატოვა და რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს,” – განაცხადა იაროვაიამ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანდჟეი დუდამ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა, რომ „რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g