ამერიკელმა სამართალდამცავებმა, 31 წლის ქართველი ექიმის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის პირი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, პოლიციას სხვა ეჭვმიტანილები არ ყავს, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.
23 წლის აარონ ჰერნანდესი კი ლუიზვილში ექსტრადიციას ელოდება, სადაც მას ბრალს 30 წლის ჯოშუა რაისისა და 31 წლის დავით კანდელაკის მკვლელობისთვის წაუყენებენ.
შეგახსენებთ, ამერიკელმა სამართალდამცავებმა კენტუკის შტატ ქალაქ ლუიზვილში, საცხოვრებელ ბინაში, ორი მოკლული კაცი 21 იანვარს იპოვეს, მათგან ერთი 31 წლის დავით კანდელაკი იყო. კანდელაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლთან და ორი წლის ტყუპებთან ერთად ცხოვრობდა.