რუსთავში, სს ,,აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, უკვე მეორე დღეა 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-მდე მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.
მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.