LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Rolls-Royce Boat Tail: რჩეულთა კაბრიოლეტი

210
rlcrs

Rolls-Royce პერსონალიზაციის ერას აბრუნებს. თუმცა, არა ყველასთვის. დრო, როდესაც მყიდველი ავტომწარმოებლისგან პლატფორმას იღებდა და შემდეგ თავისი გემოვნების ავტომობილის შესაქმნელად ატელიეში მიემართებოდა, წარსულს ჩაბარდა. პოპულარული პრაქტიკა უკვე წლებია რაც გაქრა და თან ბევრი საავტომობილო კომპანიაც გაიყოლა.

XXI საუკუნეში ამ ტრადიციის გაცოცხლება Rolls-Royce–მა გადაწყვიტა, ბრენდმა სიმდიდრე და ფუფუნება სულ სხვა დონეზე აიყვანა. და იმის გამო რომ ტრადიციული ატელიეები თითქმის აღარ არსებობს, გუდვუდი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს.

კაბრიოლეტი პერსონალური სახელით Boat Tail – Rolls-Royce–ის დანაყოფის Coachbuild–ის პირველი სრულყოფილი ნამუშევარია. მოდელი ბაზარზე მხოლოდ სამ ეგზემპლარად გამოვა და იმისათვის რომ ანალოგი არ ყავდეს, მისმა მფლობელებმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g